წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი თურქეთში კვლევას ჩაატარებს

წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი თურქეთში კვლევას ჩაატარებს

ევროპული საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი (CPT), თურქეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, კერძოდ, ციხეებში წამების ფაქტები, არაადამინური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის გამო,  თურქეთში სასწრაფოდ გამგზავრების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება ევროკავშირის მომხსენებელმა კატი პირიმ გაახმოვანა. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, იანგლანდმა, საერთაშორისო ამნესტიის ანგარიშზე დაყრდნობით CPT-ს თურქეთში გამგზავრებისკენ მოუწოდა.

15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში ჯერ ჯარისკაცების, ხოლო შემდეგ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ამსახველი მტკიცებულებები გავრცელდა. იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაღმა განცხადება გააკეთა, რომ ″წამება არ ხდება″ მაგრამ იმავე დღეებში თურქეთში ყველა მხრიდან წამების ამსახველი ფოტოები სისტემატიურად ვრცელდებოდა. არიან ისეთებიც, რომლებმაც წამებისა და არასათანადოდ მოპყრობას ვერ გაუძლო და მოკვდა.

24 ივლისს საერთაშორისო ამნისტიის(Amnesty International) მიერ გავრცელებულ პრესრელიზში (″თურქეთის მასშტაბით ოფიციალური და არაოფიციალური დაკავების ცენტრებში ცემით წამების გარდა გაუპატიურებაც ხდებოდა″) სერიოზული მტკიცებულებები გამოაქვეყნა. ლონდონში დაფუძნებული ორგანიზაციის მტკიცებით, პოლიცია პატიმრობაში მყოფი ზოგიერთი მაღალი რანგის სამხედრო პირებს აუპატიურებდა.

ორგანიზაციის ევროპული ფილიალის დირექტორი, ჯონ დალჰუისენი აღნიშნავს, რომ ″თურქეთის მიერ ჯერ კიდევ საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამო შეშფოთების გამოხატვა გასაგებია. თუმცა წამება, არასათანადოდ მოპყრობა და უკანონო დაკავება ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული″.

15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ უსამართლოდ დაკავებულთაგან ერთ-ერთი, სკოლის მასწავლებელი გიოქჰან აჩიქქოლუა. 13-დღიანი პატიმრობის შემდეგ სტამბოლის პოლიციაში გარდაიცვალა. როგორც შემდეგ გაირკვა, მასწავლებელი დიაბეტით იყო დაავადებული, ის წამლების დროზე ვერმიღების და არასათანადოდ მოპყრობის გამო გარდაიცვალა და ოჯახისთვის ცხედრის გადაცემასაც არ აპირებდნენ, რომ დაეკრძალათ.

ევროპული საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობების თავიდან ასაცილებლად CPT-ს 47 წევრ სახელმწიფოში შესვლისა და შეუზღუდავი ზედამხედველობისა და კონტროლის უფლება აქვს.

წყარო: http://www.tr724.com/avrupa-iskenceyi-onleme-komitesi-cpt-turkiyede-inceleme-yapacak/