სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარეობს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარეობს.

დაიწყო   „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის“  სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია, რომელიც შესაძლებებლია ონლაინ რეჟიმში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს  ვებ -გვერდზე   www.acda.gov.ge 

პროგრამაში რეგისტრაცია   29 აგვისტოს დაიწყო და 1 ნოემბრამდე გაგრძელდება.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო კოოპერატივების მიერ შეძენილი, საქართველოში აწყობილი  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორების) თანადაფინანსებას  განახორციელებს.

პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  (ტრაქტორების) შეძენისას სახელმწიფოსგან 30%-იან  თანადაფინანსებას   მიიღებენ.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი,  რომელიც რეგისტრირებულია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დასახლებებში  ან/და რომლის მეპაიეთა არანაკლებ 50%-ს  წარმოადგენენ დევნილები,  ქალები და ახალგაზრდები, ტექნიკის  შეძენისას  მისი ღირებულების 40% -ით დაფინანსდება.

ახალი პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ფრაგმენტირებული მიწების კონსოლიდაციით, ფინანსური რესურსის გაერთიანებით და საწარმოო ხარჯების შემცირებით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აგროვადებში დამუშავების საშუალებას მისცემს.

სახელმწიფო პროგრამა ხელს შეუწყობს  კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას და  მოსავლიანობის ზრდას, რაც პროდუქციას კონკურენტუნარიანს გახდის  როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.