LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი დევნილი და ლტოლვილი ახალგაზრდებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელ პროგრამას ახორციელებს.
LCC საქართველოს პროგრამაში ჩართვის მსურველმა 92-მა ახალგაზრდამ ინგლისური ენის ტესტი ჩააბარა. დამაკმაყოფილებელი რეზულტატის შემთხვევაში დევნილი და ლტოლვილი ახალგაზრდები შემოდგომის სემესტრის განმავლობაში ინგლისურ ენას უფასოდ შეისწავლიან.
პროგრამის პირველ ეტაპზე ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი 20-მა ახალგაზრდამ უკვე გაიარა.
აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მოტივირებულები არიან გაიუმჯობესონ ცოდნა და მიიღონ უმაღლესი განათლება ინგლისურ ენაზე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
მნიშვნელოვანია რომ წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ განაცხადი შეიტანონ და განათლების მიღება ლიტვის LCC საერთაშორისო უნივერსიტეტში, სტიპენდიის პროგრამის დახმარებით, გააგრძელონ.