ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თანამედროვე ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი ინსტალაციის „ცხრაწყარო - ერთი ექსპონატის ინსტალაცია

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თანამედროვე ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი ინსტალაციის „ცხრაწყარო - ერთი ექსპონატის ინსტალაცია" პრეზენტაცია გაიმართება

26 აგვისტოს, 20:00 საათზე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თანამედროვე ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი ინსტალაციის „ცხრაწყარო - ერთი ექსპონატის ინსტალაცია" პრეზენტაცია გაიმართება.

მუსიკოსი დიმიტრი დადიანი  და ვენაში მოღვაწე ქართველი ვიდეოარტისტი თათია სხირტლაძე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციაში დაცული უნიკალური კუბისტური ტილოს, 1920-იანი წლების დადაისტი მხატვრის, ბენო გორდეზიანის „ცხრაწყაროს" ინსპირაციით ერთობლივად შექმნიან აუდიო-ვიდეო ინსტალაციას.

27 აგვისტოს, პროექტში მონაწილე არტისტები  მოდერნიზმისა და ნამუშევრის შექმნის ისტორიის შესახებ ლექციებს წაიკითავენ და ჩაატარებენ ვიდეოარტისა და ელექტრონული მუსიკის მასტერკლასებს.

პროექტი თიბისი ბანკისა და საქარველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

დასწრება თავისუფალია!

გამოფენის გახსნა: 26.08. 2016, 20.00 სთ.
რაჭაონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

სემინარი27.08.2016 
ნამუშევრის ისტორია - თეონა ჯაფარიძე, 12:00 სთ.
ვიდეო - თათია სხირტლაძე, 13:00 სთ.
მუსიკა - დიმა დადიანი, 16:00 სთ.