სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკით (მოტობლოკების) აღჭურვის პროგრამაში რეგისტრაცია იწყება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკით (მოტობლოკების) აღჭურვის პროგრამაში რეგისტრაცია იწყება

ცხადდება რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკით (მოტობლოკების) აღჭურვის პროგრამაში მონაწილეობისათვის. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში  მისამართზე ქ. თბილისი ვაზისუბნის ქ. N25  უნდა წარმოადგინოს   განაცხადი მცირეგაბარიტინი აგროტექნიკის მოთხოვნით.

განაცხადები იღება დღეიდან,   24 აგვისტოდან  7 სექტემბრის ჩათვლით.

  აგრო-კომპლექტების  შეზღუდული რაოდენობის გამო, განაცხადების განხილვა და დაკმაყოფილება მოხდება მათი წარდგენის რიგითობის შესაბამისად აგრო-კომპლექტების რაოდენობის ამოწურვამდე. 

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამა“ მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკის შეღავათიან ფასად 900 ლარად  კოოპერატივებისათვის გადაცემას ითვალისწინებს. რაც მისი ღირებულების 24 % შეადგენს. თითოეულ კომპლექტში შედის მოტობლოკის აგრეგატი სათიბით,  გუთნით, კულტივატორით და ხელის სათესი.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკით აღჭურვის  პროგრამის ფარგლებში გამოიცა საქარველოს მთავრობის 6 განკარგულება რომლითაც, 667 სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს გადაეცა  1515 აგროკომპლექტი და დამატებით 201 ხელის სათესი.