PSP-მ 2016 წლის ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოავლინა. 2000 ლარიანი ხელფასის მგლობელი თბილისელი მარიამ მღებრიშვილი გახდა, 2016 წლის GLA კლასის „მერსედესი“ ვლადიმერ ბაზაიანმა მოიგო, ხოლო გარემონტებული ბინა „m²-ში“ ცენტრალური გათბობით, სამზარეულოთი და კეთილმოწყობილი აბაზანით წალენჯიხელ როქსანა ფიფიას მფლობელობაში გადავიდა.
როგორც ცნობილია, PSP-მ წელს მოხმარებელს უპრეცედენტო პირობა შესთავაზა. მომხმარებელი უკვე მხოლოდ 10 ლარიან შენაძენზე ერთვება გათამაშებაში, რათა მოიგოს ახალი 2016 წლის GLA კლასის „მერსედესი“,გარემონტებულ ბინა „m²-ში“ ცენტრალური გათბობითა და სამზარეულოთი, ასევე ყოველთვიური 2000 ლარიან ხელფასი ერთი წლის განმავლობაში.
„ჩვენი გათამაშება ყოველთვის მომხმარებლის დიდი ინტერესით გამოირჩეოდა. პსპ-ს ყველა მომხმარებელი გამარჯვებულია, რადგანაც ხარისხიან მედიკამენტებთან ერთად ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასს იღებს და ამით ფულსაც ზოგავს და დამატებით წამახალისებელ გათამაშებაშიც ერთვება“, - აცხადებენ პსპ-ში.
PSP 22 წლის ისტორიის მქონე კომპანიაა. წამახალისებელ გათამაშება 2008 წელს დაიწყო და უკვე 17-ჯერ ჩატარდა. PSP-ს მომხმარებლებმა უკვე მოიგეს 44 ავტომობილი, 6 ბინა თბილისში, 6 ორიათასლარიანი ხელფასი მთელი წლის განმავლობაში. 128 ოჯახს კი PSP-გან ძვირადღირებული საჩუქრები გადაეცა. PSP-ს შემდეგი გათამაშება 10 ნოემბერს გაიმართება.