გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ მუხიანის პირველი მ/რ-ის კორპუსები მოინახულა, სადაც ბინათმესაკუთრება ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა.
მე-16 კორპუსის 16 სართულიან შენობაში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია განხორციელდა და მთლიან სადარბაზოში კიბე შეიცვალა. მე-17 კორპუსში კი სახურავის რეაბილიტაცია მოხდა. სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობამ, დაახლოებით, 34 ათასი ლარი გამოყო.
გამგებელმა დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა და კორპუსის მაცხოვრებლებსაც შეხვდა.