კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე, ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოებას აგრძელებს, რაც მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს. სამუშაოების წარმოების სირთულის გამო წყალმომარაგების აღდგენის დრომ გადაიწია დღეს 13 აგვისტოს 18:00 საათამდე შემდეგ რაიონებში:

სამგორის რაიონში:

ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მ/რ

ისნის რაიონში:

ვაზისუბნის დასახლება, ვაზისუბნის N1, N2, N3, N4 მ/რაიონები, შანდორ პეტეფის და ონაშვილის ქუჩა, წულუკიძის ქუჩა და შესახვევები, სამგორის დასახლების კორპუსები და მე-8 ლეგიონის დასახლება.

მოსახლეობას წყალი ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე მიეწოდება.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili.

 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.