გლდანის რაიონის მე-6 მ/რ-ში წყალ-კანალიზაციის სისტემა იცვლება

გლდანის რაიონის მე-6 მ/რ-ში წყალ-კანალიზაციის სისტემა იცვლება

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გლდანის რაიონის მე-6 მ/რ-ის მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალ-კანალიზაციის გაყვანილობა კეთდება. სამუშაოების შედეგად, მთლიანად იცვლება შიდა და გარე საკანალიზაციო სისტემა, რომლის ფაგლებშიც 330 მ. სიგრძეზე მონტაჟდება ცენტრალური და კორპუსებიდან გამავალი მილები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მთლიანი პერიმეტრი ბეტონის საფარით მოპირკეთდება.

სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. პროექტისთვის გლდანის რაიონის გამგეობამ 24 000 ლარი გამოყო.

მიმდინარე სამუშაოები დღეს რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ დაათვალიერა და შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა.