კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სტაჟირების პროგრამა აქტიურ ფაზაშია

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის'' დასაქმების ფორუმის შედეგად შერჩეული კანდიდატების  სტაჟირების პროგრამა აქტიურ ფაზაშია.

ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტმა, სტაჟირებისთვის 32 მონაწილე შეარჩია და წყალმომარაგების სფეროს 8 სხვადასხვა მიმართულებით მენტორებთან გადაანაწილა. მონაწილეების შეფასება წინსაწარ შემუშავებული  სისტემის შესაბამისად ხდება.

სტუდენტები სტაჟირებას წყალმომარაგების სფეროს შემდეგი მიმართულებებით გადიან: ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური საგამოცდო ლაბორატორია, სამშენებლო-სარემონტო დეპარტამენტი, საპროექტო სამსახური, ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური და სხვ.

დასაქმების ფორუმის მიზანია საქართველოში წყალმომარაგების სფეროს განვითარება. სტაჟირების პროგრამა 45 დღე გაგრძელდება. მონაწილეები  შეიძენენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას.

 „ჩემი როგორც მენტორის მეთვალყურეობის ქვეშ სტაჟიორები თითოეულ პროცესში   მაქსიმალურად არიან ჩართულნი.  ეცნობიან ცენტრალური ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას, წყლის ხარისხის მართვას, სასმელი წყლის საკანონმდებლო და ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს.

დასაქმების ფორუმის მონაწილეები თეორიულ ცოდნასთან ერთად იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას -  ატარებენ რუტინულ  ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ  ანალიზებს, იყენებენ სხვადასხვა თანამედროვე აპარატურას" - აღნიშნავს თამარ ნიკურაძე, ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური საგამოცდო ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

კომპანია  მსგავსი ტიპის პროექტების  განხორციელებას მომავალშიც აპირებს. შემდეგი დასაქმების ფორუმი დაგეგმილია 2017 წლის გაზაფხულზე.

https://www.wetransfer.com/downloads/a380430cfcfbbefc7f9eae492330087220160810130414/b97d62