ბიულენთ ქორუჯუ გახლდათ გამოცემა “ Zaman“-ის ჟურნალისტი, სანამ აღნიშნულ გამოცემას ხელისუფლება უკანონოდ გააუქმებდა. ამ ფაქტის შემდეგ ჟურნალისტი ქორუჯუ ხელმძღვანელობდა და ეწეოდა ჟურნალისტურ-რედაქტორულ საქმიანობას გაზეთ “Yarına Bakış“-ში.
გაზეთი “ Yarına Bakış“-იც დაიხურა 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდგომ პერიოდში, ხოლო 27 ივლისს კი 47 ჟურნალიტის მიმართ (ქორუჯუს ჩათვლით) გაიცა დაკავების ბრძანება.
პოლიციამ, რომელმაც ვერ მიაგნო ჟურნალისტს მის საცხოვრებელ სახლში, დააკავა მისი მეუღლე, ხოლო მის შვილებს დაემუქრნენ იმით, რომ სანამ მათი მამა არ გამოჩნდებოდა, მათაც თანმიმდევრობით დააკავებდნენ.
ჟურნალისტის ვაჟმა თარიქ ქორუჯუმ სოციალური ქსელის - “თვითერ“-ის საშუალებით დახმარებისთვის მიმართა ისეთ ცნობილ ჟურნალისტებს, როგორებიცაა: ლევენთ გიულთექინ, ეჯე თემელქურან, ჰაიქო ბაღდათ, აჰმეთ უმით, ჯან დუნდარ და სხვებს.
45 წლის ქალბატონი ჰაჯერ ქორუჯუ, რომელიც პოლიციამ დააკავა, გახლავთ ხუთი შვილის დედა. უდანაშაულო ქალბატონის უფლებების დასაცავად ყველა ადვოკატმა უარი თქვა.
ქორუჯუის დაკავების პარალელურად აგრეთვე დააპატიმრეს გაზეთ “ Zaman“-ის ყოფილი ჟურნალისტები: შაჰინ ალფაი, ალი ბულაჩ, აჰმეთ თურან ალქან, ნურიე აქმან, ლალე ქემალ და მუსტაფა უნალი.
http://t24.com.tr/haber/bulent-korucunun-oglu-annem-babam-bulunamadigi-icin-rehin-alindi-6-gundur-gozaltinda-sessiz-kalmayin,353484