გმირ კურსანტთა ქუჩის კორპუსებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

გმირ კურსანტთა ქუჩის კორპუსებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

გლდანის რაიონში, გმირ კურსანტთა #22-ში მდებარე კორპუსებში ახალი ქანობიანი სახურავი გაკეთდა და სადარბაზოს შესასვლელი თაღის რეაბილიტაცია განხორციელდა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ექვს სართულიანი კორპუსის 721 კვ.მ. ფართობზე გამოიცვალა დაზიანებული ხის კარკასი და მოეწყო თუნუქის ქანობიანი სახურავი. ხოლო, ცხრა სართულიანი კორპუსის სადარბაზოში ახალი თაღი და პარაპეტი გაკეთდა.

სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობამ 20 ათასი ლარი გამოყო. ობიექტები გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.