დაკავებული მასწავლებელი, რომელმაც წამებას 13 დღე გაუძლო, გარდაიცვალა

დაკავებული მასწავლებელი, რომელმაც წამებას 13 დღე გაუძლო, გარდაიცვალა

თურქეთში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 23 ივლისს საკუთარ სახლში პოლიციის მიერ უხეში ძალის გამოყენების შედეგად დაკავებული მასწავლებელი გიოქჰან აჩიქქოლუ დაკავებიდან მე-13-ე დღეს, 5 აგვისტოს, პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა. აღნიშნული დროის განმავლობაში გასაიდუმლოებულობის პრინციპზე დაყრდნობით, არც მას და არც მის ადვოკატს არ მიეწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რაში ედებოდა მას ბრალი.

იმის მიუხედავად, რომ აჩიქქოლუმ და მისმა მეუღლემ პოლიციას შეატყობინეს, რომ იგი დაავადებული იყო დიაბეტით და, რომ დაკავების მომენტში მას შეტევა ჰქონდა, პოლიციამ არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება მასთან მოპყრობისას.

აჩიქქოლუს ადვოკატმა დაკავებიდან მხოლოდ 6-ე დღეს შეძლო მისთვის აუცილებელი მედიკამენტების მიწოდება. ადვოკატმა ისიც აღნიშნა, რომ იგი შიშის ქვეშ იმყოფებოდა და ამის გამო ვერ შეძლო დაკავებულის ოჯახის წევრებთან შეხვედრა, ვერ შეძლო საქმის შესაბამისად წარმოება და ვერ დაიცვა მისი კლიენტი პოლიციის მხრიდან წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან.

აღინიშნა ის გარემოებაც, რომ დაკავებულის სათვალე, რომელიც უმტვრევი მინისგან იყო დამზადებული, გატეხილი აღმოჩნდა და პირს მკლავებზე აღენიშნებოდა ძალადობის ნიშნები.

წყარო: http://www.samanyoluhaber2.com/gozaltinda-iskenceye-13-gun-dayandi-sabah-hayatini-kaybetti-haberi/1265688/