რიოს ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა

რიოს ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა

რიოს ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები „მარაკანას“ მოედანზე საზეიმოდ გაიხსნა. ოლიმპიადაში სულ 207 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის საქართველო.

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 40 სპორტსმენით წარსდგება სპორტის 13 სახეობაში, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სარეკორდო ციფრია. ქართველი ოლიმპიელები სპორტის 13 სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას: ძიუდო (8 სპორტსმენი), თავისუფალი ჭიდაობა (6), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (5), მძლეოსნობა (5), ძალოსნობა (4), მშვილდოსნობა (3), ტყვიის სროლა (2), ცურვა (2), ბატუტზე ხტომა (1), მხატვრული ტანვარჯიში (1), ფარიკაობა (1), ჩოგბურთი (1), კანოე (1).