კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს

ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის, მშენებლობის პროცესი დასრულდა.  ჰესის ექსპლუატაციაში გაშვების სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადავიდა. ამ დროისთვის "საგურამოჰესის" სამანქანო დარბაზი მოწყობილია. ასევე, ევროპული წარმოების ტურბინა-გენერატორები და ტრანსფორმატორები დამონტაჟებულია. დასრულების ეტაპზეა ჰიდროელექტროსადგურის მართვის პანელების სამონტაჟო სამუშაოები.

საგურამო ჰესის მშენებლობის მიზანია,  კომპანიის  ენერგოეფექტურობის და დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგების გაუმჯობესება. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის კომპანია 10.5 მლნ. ლარის ინვესტიციას ახორციელებს.  პროექტში 100-მდე ადამიანია დასაქმებული.

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის'' დასაქმების ფორუმის შედეგად შერჩეული კანდიდატების სტაჟირების პროგრამა წყალმომარაგების სფეროს რვა სხვადასხვა მიმართულებით  მიმდინარეობს.

მიმდინარე  კვირაში ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტმა,  30 მონაწილე პოზიციების შესაბამისად  სხვადასხვა დეპარტამენტში მენტორებთან გადაანაწილა. სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდეგ, მენტორების შეაფასების  საფუძველზე, მონაწილეებს კომპანიაში დასაქმების შანსი ექნებათ.

მიმდინარე კვირის მანძილზე  კომპანია აგრძელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში:

ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის და საჯაიას ქუჩებზე,   წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყლარინების  ქსელის 635 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

დიდუბის რაიონში, ქუთაისის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, წყალსადენის ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ახლით შეიცვალა.

 მთაწმიდის რაიონში, ამაღლების ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. გამანაწილებელი ქსელის 760 მეტრი სიგრძის მონაკვეთი და წყალარინების ქსელის 160 სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

 ვაკის რაიონში, წყნეთში, თამარ მეფის ქუჩაზე,  სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალსადენის ქსელის   150 მეტრი სიგრძის  ამორტიზებული მონაკვეთი და  წყალარინების ქსელის 230 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

 2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.