დაზიანებული 30-ზე მეტი ავტომობილი და დატბორილი ასობით კვადრატული კომერციული ფართი - ზარალის ჯამური რაოდენობის შეფასება მიმდინარეობს
5 აგვისტო, 2016 წელი: „ჯიპიაი ჰოლდინგმა” ბორჯომის მუნიციპალიტეტში გუშინ მომხდარი სტიქიის შეფასება დაიწყო. სადაზღვევო კომპანიის ზარალების ანაზღაურების განყოფილების თანამშრომლები სტიქიის ზონაში გვიან ღამიდან მუშაობენ. სტიქიის შედეგად, მნიშვნელოვნი ზიანი მიადგა ბორჯომის ქარხანას -დაზიანდა სახურავი, დაზგები და მანქანა-დანადგარები. ზარალის შესახებ უკვე განაცხადა 30-ზე მეტმა კერძო ავტომფლობელმა, დატბორილია რამდენიმე კომერციული ფართი.
შესწავლის შემდეგ, „ჯიპიაი ჰოლდინგი“, როგორც ავტომობილის, ისე სხვა ტიპის ქონებისთვის, მიყენებულ ზარალს კონტრაქტის პირობების მიხედვით ოპერატიულად აანაზღაურებს.
2015 წელს „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ 49 340 000 ლარი აანაზღაურა.