გლდანში ახალი ასფალტის საფარი დაიგო და ბორდიურები შეიცვალა.

გლდანში ახალი ასფალტის საფარი დაიგო და ბორდიურები შეიცვალა.

გლდანის მე-7 მ/რ-ის მე-19 კორპუსის მიმდებარედ 2641 კვ.მ. ფართობზე ახალი ასფალტის საფარი დაიგო და მთელს პერიმეტრზე, 740 მეტრ სიგრძეზე, ბორდიურები შეიცვალა. აღნიშნულ მისამართზე წლების განმავლობაში სადარბაზოებში წვიმის შედეგად მოსული წყლის შედინება ხდებოდა, რის გამოც მოსახლეობა ზარალდებოდა.

პრობლემის აღმოსაფხვრელად, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა მოაწესრიგა სანიაღვრე ქსელი, რის შემდეგაც დაიგო გზა და მოეწყო ბორდიურები. განხორციელებული სამუშაოების ღირებულება 103 ათას ლარს შეადგენს.