დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მენაშენეების პროექტის ფარგლებში, მარნეულში შესყიდულ ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება იწყება.
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე სამინისტრომ 50 ბინა შეიძინა. საცხოვრებელი ფართები დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდება.
განაცხადები მიიღება 8 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქ. N16-ში.
ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება მხოლოდ მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.