გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ დღეს ავჭალაში ენერგეტიკების ქუჩის კორპუსები მოინახულა. თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ენერგეტიკების #5-ში სართულშუა ნაპრალების, ხოლო ენერგეტიკების #6-ში ლიფტისა და სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა. გამგებელმა დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა და კორპუსების მაცხოვრებლებს შეხვდა.
თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ მისამართებზე შესრულებული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობამ ჯამში 37 ათას ლარამდე გაიღო.