სემინარი ფუტკრისა და თევზის დაავადებების შესახებ

სემინარი ფუტკრისა და თევზის დაავადებების შესახებ

აჭარის რეგიონის მეფუტკრე და მეთევზე ფერმერებისათვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის თანამშრომლებმა  სემინარი ჩაატარეს. სპეციალისტებმა  ფუტკრისა და თევზის დაავადებებისა და მათი დროული დიაგნოსტიკის შესახებ ისაუბრეს.

ფუტკრისა და თევზის დაავდადებებზე დროული დიაგნოსტიკა შესაძლებლობას მისცემს ფერმერს , ანალიზის შედეგების საფუძველზე, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ჯანსაღი პროდუქტის საწარმოებლად. ჯაჭვური პრინციპით მოქმედება კი, ეფექტურ შედეგებს იძლევა, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ფერმერებისათვის. დაინტერესებულმა პირებმა ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია, თუ რა უნდა მოიმოქმედონ მათ, იმისათვის რომ სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული ზარალი თავიდან აიცილონ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ლაბორატორიაში დანერგილი ახალი მეთოდების არსისა და ტესტირების გაცნობა, ასევე პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, მცირე მეწარმეებისათვის, ადგილობრივი მიწათმოქმედებისათვის და მიზნობრივი ჯგუფისათვის.

აღნიშნული შეხვედრების მიზანია სოფლის-მეურნეობაში ჩართული დაინტერესებული  პირებისათვის ლაბორატორიულ კომპონენტის ნაწილში ცოდნის გაღრმავება. ასევე, უშუალო  ინტერაქცია კონკრეტულ მომხმარებლებთან.

სემინარის დასრულების შემდეგ, მეფუტკრე და მეთევზე ფერმერებს  გადაეცათ სპეციალური ლიტარატურა, რომელშიც შესულია ფუტკრისა და თევზის სხვადასხვა დაავადებები.

ფერმერებთან შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა.