ახალი ორსართულიანი მატარებლები „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ დააზღვია

ახალი ორსართულიანი მატარებლები „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ დააზღვია

საქართველოს სადაზღვევო ისტორიაში პირველად რკინიგზის მგზავრების უსაფრთხო მგზავრობა დაზღვეულია

სადაზღვევო ლიმიტი 52 მილიონ დოლარს შეადგენს

29 ივლისი, 2016 წელი: სადაზღვევო „ჯიპიაი ჰოლდინგსა“ და საქართველოს რკინიგზას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. მის ფარგლებში შვეიცარული ფირმა "შტადლერის" მიერ დამზადებული მატარებლები „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ დააზღვია. მატარებლების გარდა ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრ კომპანიაში დაზღვეულია რკინიგზის პასუხისმგებლობა მგზავრების და მესამე პირების მიმართ. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოს სადაზღვევო ისტორიაში, როცა რკინიგზის მგზავრების უსაფრთხო მგზავრობა დაზღვეულია.

დაზღვევის პირობების შესაბამისად, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ ანაზღაურებას ექვემდებარება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზარალი. მატარებლების დაზღვევის სადაზღვევო ლიმიტი 52 მილიონ დოლარს შეადგენს.

ახალმა ორსართულიანმა მატარებელმა თბილისი-ბათუმის მიმართულებით პირველი რეისი უკვე შეასრულა.