იაკუბლოს წყალსაცავის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

იაკუბლოს წყალსაცავის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტში 48 სოფლის 3 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფის რეჟიმი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ იაკუბლოს წყალსაცავის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა. ბოლო წლებში კაშხლის ფერდობსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ფილტრაციული კერების ზრდა, რაც საფრთხეს უქმნიდა კაშხლის მდგრადობას და აფერხებდა წყალსაცავის სრული დატვირთვით ფუნქციონირებას. ჩატარებული 600 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შედეგად შესაძლებელი გახდა წყალსაცავის უსაფრთხო ფუნქციონირება.

2012 წლიდან დღემდე ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 21 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი რეგიონში 24 500 ჰექტრიდან 44 000 ჰექტრამდეა გაზრდილი.