გრაკლიანის აღმოჩენამ, ქართული ანბანის არტეფატის მოპოვებითა და მისი სიძველით საზოგადოებაგააოცა, მაგრამ ქართულ სამეცნიერო სივრცეში საქმიანობს ადამიანი -პროფესორი ალიკო ცინცაძე, რომელმაც ამერიკელ ექსპერტთა დასკვნამდე, რამდენიმე წლით ადრე, ზუსტად ეს თარიღი - ძვ.წ.აღ. მე-10 საუკუნე იწინასწარმეტყველა.ეს მეცნიერი ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალიკო ცინცაძეა. იგი თვლის, რო ძვ. წ. აღ მე-10 საუკუნე, ანბანის შექმნის უკიდურესი მინიმალური თარიღი უნდა იყოს. მისი აზრით, ანბანის გრაფიკა, მისი მოხაზულობაამ ეტაპზე, იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენად ის, რომ ალფავიტური წერის კულტურა იბერიულ სივრცეში იმ პერიოდში ფიქსირდება.
„დამერწმუნეთ ქართულ სივრცეში ალფავიტური წერის კულტურა გაცილებით ადრინდელია, და არქეოლოგებიდან კიდევ ბევრ სიახლეს უნდა ველოდოთ. ჩემთვის მოულოდნელი არც გრაკლიანის აღმოჩენა იყო, რადგან ამ ტოპონიმის ჰემატრია ცხადად აჩვენებდა, რომ იგი მზის ღმერთის თაყვანისმცემელ ქურუმთა შესაკრებელი იყო. ჰემატრიის გარეშეც ამ ტოპონიმს ჯერ კიდევ აკ. შანიძე იკვლევდა. შემდეგ იგი გრაალის თემას დაუკავშირეს. აღმოჩენამ ჩვენი იმედი გაამართლა. ეტყობა ეს ტოპონიმიც ჰემატრიულადაა შექმნილი. ეს უკვე ნიშნავს, რომ იმ პერიოდში ქართული ერთიანი ანბანური სისტემა უკვე ჩამოყალიბებულია. სწორედ ამაზე გეუბნებით, რომ იგი მიკვლეული იქნება. თუმცა ამ ჰემატრიულმა ანალიზმაც, ისე ცხადად აჩვენა მისი არსებობა, ალბათურად, სხვა ვარიანტი არც რჩება. დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ რაც არ უნდა ეწეროს სამსხვერპლოზე, როგორიც არ უნდა იყოს გრაფიკა, ამ დროს ქართული ანბანური სისტემას დასრულებული სახე აქვს აი, დასკვნა, რომელსაც ვერცერთი საექსპერტო ბიურო ვერ მოგცემთ თუ ქართულ ჰემატრიას არ გამოიყენებს, _ აცხადებს ალიკო ცინცაძე.