საქართველოს რეგიონებში

საქართველოს რეგიონებში "ფონდი ნატახტარის" საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

26 ივლისიდან „ფონდი ნატახტარი“ საქართველოს რეგიონის მასშტაბით,  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში საინფორმაციო-საანგარიშო შეხვედრებს მართავს. ქუთაისის შემდეგ  შეხვედრა ბათუმში “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” შედგა. შეხვედრაზე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებს, აჭარის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების სოციალური სამსახურების თანამშრომლებსა და მედიას   კომპანია „ნატახტარისა“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“  წარმომადგენლებმა „ფონდი ნატახტარისა“და ასოციაციის საქმიანობა და პროექტის „იზრუნე მომავალზე“ სპეციფიკა გააცნეს.

"ფონდმა ნატახტარმა" სტუმრებს პროექტის "იზრუნე მომავალზე" ფარგლებში მზრუნველობამოკლებული მოზარდების პროფესიული მომზადების,  განათლებისა და დასაქმების კუთხით გაწეული საქმიანობის ხუთწლიანი დეტალური ანგარიში წარუდგინა. საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში 5 წლის მანძილზე ფონდში 587 857 ლარი შეგროვდა. აღნიშნული თანხა "ნატახტარის“ ლიმონათის თითოეული გაყიდული ბოთლიდან (შეფუთვის მიხედვით) 1,3 და 5 თეთრის მობილიზებით შეგროვდა. აღნიშნული თანხიდან 200-ზე მეტ მოზარდს  სხვადასხვა ტიპის მომსახურება გაეწია, რათა მათ მომავალში ადვილად შეძლონ დასაქმება.

მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ბათუმის შემდეგ ზუგდიდში,მარნეულში, თელავში,გორსა და ახალციხეშიც გაიმართება, რომელიც 30 ივლისს დასრულდება.