მერიის კეთილმოწყობის სამსახური სანიაღვრე სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

მერიის კეთილმოწყობის სამსახური სანიაღვრე სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

აღნიშნული სამუშაოები ამ დროისთვის მთაწმინდისა და ვაკე-საბურთალოს რაიონში, ბარნოვისა და ნუცუბიძის ქუჩებზე მიმდინარეობს და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.

არის შემთხვევები, რეაბილიტაციის პროცესში, ქუჩებზე გათხრითი სამუშაოების წარმოებისას, რელიეფის  სირთულის გამო ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის'' მიწისქვეშა საკომუნიკაციო  ქსელები ზიანდება.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საავარიო სამსახური მობილიზებულია მსგავს შემთხვევებზე რეაგირებისთვის, რათა დაზიანების  ლიკვიდირება უმოკლეს ვადებში მოახდინოს.

სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოებისას, წყალმომარაგება შესაძლოა გარკვეული პერიოდით შეიზღუდოს, რისთვისაც კომპანია წინასწარ გიხდით ბოდიშს.

იმ აბონენტებს, რომლებსაც აღნიშნული სამუშაოების გამო წყალმომარაგება შეუწყდება, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", ინფორმაციას წინასწარ,  სმს შეატყობინების სახით მიაწოდებს.

მათ, ვინც ჯერ არ სარგებლობს სმს სერვისით,  რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ კომპანიის ვებგვერდზე  - http://www.gwp.ge/ka/sms ან ფეისბუქ-გვერდზე - https://www.facebook.com/georgianwaterandpower/app/1447996532118015/

დამატებით ინფორმაციის მოძიება შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ონლაინ ჩათის, ვებგვერდისა და ფეისფუქ-გვერდის მეშვეობით.