,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა'' სტაჟირების პროგრამა დაიწყო

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა'' სტაჟირების პროგრამა დაიწყო

დღეს, 25 ივლისს, კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა'' დასაქმების ფორუმის შედეგად შერჩეული კანდიდატებისთვის, წყალმომარაგების სფეროს 8 მიმართულებით, სტაჟირების პროგრამა დაიწყო.

ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტმა, სტაჟირებისთვის 30 მონაწილე შეარჩია და პოზიციების შესაბამისად  სხვადასხვა დეპარტამენტში, მენტორებთან გადაანაწილა.

 სტაჟირების პერიოდში, მენტორის მიერ, მონაწილის შეფასება წინსაწარ შემუშავებული შეფასების სისტემის შესაბამისად მოხდება.

მონაწილეები სტაჟირებას, წყალმომარაგების სფეროს შემდეგი მიმართულებებით გაივლიან:

მშენებელ ინჟინერი, მეტროლოგი, ენერგეტიკისა და ელ. ინჟინერიის სპეციალისტი, მშენებლობისა და პროექტირების სპეციალისტი, ფიზიკოსი, ქიმიკოსი, ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი და მიკრობიოლოგი.

 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" დასაქმების ფორუმზე დარეგისტრირებული 400-მდე მსურველიდან, შერჩეულ იქნა  117 მონაწილე. მათ გასაუბრება ორ ეტაპად  როგორც ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, ასევე დარგის სპეცილისტებთან გაიარეს.

სტაჟირების პროგრამა 45 დღეს მოიცავს, რომელსაც გასაუბრების შედეგად შერჩეული 30 მონაწილე, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით გაივლის.

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", წყალმომარაგების სფეროს სპეციალისტების განვითარების მიზნით, მსგავსი ტიპის პროექტებს მუდმივად განახორციელებს.