დავით გალეგაშვილი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

დავით გალეგაშვილი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი საფრანგეთის განვითარების  სააგენტოს (AFD) წარმომადგენლებს  შეხვდა. აღნიშნული სააგენტო 80-ზე მეტ ქვეყანაში პრიორიტეტული მიმართულებების ფინანსური მხარდაჭერის პროექტებს ახორციელებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე სახელმწიფოს მიერ აგრარული დარგის განვითრების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. დავით გალეგაშვილმა „შეღავათიანი აგროპროექტის“ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პროექტების მიზანი ფერმერებისა და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

საფრანგეთის განვითარების  სააგენტოს (AFD) წარმომადგენლებმა საქართველოში  აგარარულ დარგში მიზნობრივი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

სააგენტოს წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობითაც დაინტერესდნენ. ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ აგრარული დარგის განვითარებისთვის სამეცნიერო საქმიანობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით ფერმერთა ცოდნის ამაღლების საკითხებზე ისაუბრა.

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიაში რეგიონული ოფიცერის, ანტონი ლარის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია პრიორიტეტული მოთხოვნებისა და საჭიროებების განსაზღვრა, რათა სწორად მოხდეს აგარარული დარგის განვითარების  მიზნით ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.