კახეთის სამ მუნიციპალიტეტში  დახურული სარწყავი ქსელი მოეწყო

კახეთის სამ მუნიციპალიტეტში დახურული სარწყავი ქსელი მოეწყო

  დედოფლისწყაროს, საგარეჯოს და სიღნაღის მუნიციპალიტეტების 7 სოფლის წყალუზრუნველყოფის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ დახურული სარწყავი ქსელის მოწყობის პროექტი განახორციელა.

პროექტის ღირებულებაა    350 000 ლარი. 5 კილომეტრიანი მილსადენისა და კომპანიაში 2015 წელს გახსნილი მობილური მელიორაციის სამსახურის გადასატანი სატუმბი აგრეგატების მეშევობით შესაძლებელი გახდება 500 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწების სარწყავი წყლით უზრუნველყოფა. 

   წელს კომპანიის მობილური მელიორაციის პარკი გაფართოვდა, რაც სარწყავი წყლის მიწოდების დამატებით შესაძლებლობას იძლევა ისეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისათვის, რომლის წყალუზრუნველყოფაც სტაციონარული სატუმბი ინფრასტრუქტურის მეშვეობით არ ხდება. 

  კახეთის რეგიონში 2012 წლიდან დღემდე სამელიორაციო ინფრასტრუქტრის 27 სარეაბილტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგიონში 6 000 ჰექტრიდან 14 180 ჰექტრამდეა გაზრდილი.