კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ვაკის რაიონში, თამარაშვილის ქ. N13-თან, წყალსადენის 600 მმ-იან მაგისტრალურ ქსელზე, ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.
სამუშაოების წარმოება მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 22 ივლისს 12:00-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
თამარაშვილის, ყიფშიძის, გ. სვანიძის, წყნეთის, გაბაშვილის, საბურთალოს, კარტოზიას, შევარდენიძის, უნივერსიტეტის ქუჩებს და საირმის გორას.