,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით თბილისის მოსახლეობას ანგარიშს აბარებს

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით თბილისის მოსახლეობას ანგარიშს აბარებს

21 ივლისს, 13:00 საათზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“,  ,,ანგარიში თბილისს’’ პროექტის ფარგლებში, პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენცია კომპანიის მიმდინარე საინვესტიციო პროექტებსა და ახალი ჰიდროელექტროსადგურის,  საგურამოჰესის მშენებლობას მიეძღვნა.

პრესკონფერენცია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციების დირექტორმა - ეკატერინე ბერიძემ გახსნა. საინვესტიციო პროექტების შესახებ საინვესტიციო პოლიტიკის  სამსახურის უფროსმა - გურამ ახვლედიანმა და ბიზნესის განვითარების და ინვესტორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თინა სიმონიშვილმა ისაუბრეს.

მიმდინარე ეტაპზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 94.5 მილიონი ლარის ინვესტირებას ახორციელებს სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტში.

მათ შორის არის თბილისის წყალმომარაგების მთავარი არტერიის ჟინვალის გვირაბის  და ბოდორნა-ღრმაღელეს გვირაბის რეაბილიტაცია, რომელიც უკვე დასრულებულია. ასევე ორი „მწვანე” ჰესის მშენებლობა - საგურამო ჰესი, რომელიც უკვე დასრულების სტადიაზეა და ბოდორნა ჰესი, რომლის მშენებლობაც ახლო მომავალში იგეგმება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  იწყებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტს, როგორიც არის გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის თანამედროვე სტანდარტებით რეაბილიტაცია. საბოლოო ჯამში თითოეული საინვესტიციო პროექტის მთავარი მიზანი თბილისის სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფაა.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტი ,,ანგარიში თბილისს’’ პროექტის ფარგლებში, პრესკონფერენციებს გარკვეული პერიოდულობით გამართავს და კომპანიის ფეისბუქის გვერდის საშუალებით ლაივსთრიმით გადასცემს.