სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის პროგრამა იწყება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის პროგრამა იწყება

საქართველოს ხელისუფლება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას აგრძელებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის“ სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო კოოპერატივების მიერ შეძენილი, საქართველოში აწყობილი  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას  განახორციელებს.

სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  შეძენისას სახელმწიფოსგან 30%-იან  თანადაფინანსებას   მიიღებენ.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი,  რომელიც რეგისტრირებულია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დასახლებებში  ან/და რომლის მეპაიეთა არანაკლებ 50%-ს  წარმოადგენენ დევნილები,  ქალები და ახალგაზრდები, ტექნიკის  შეძენისას  მისი ღირებულების 40% -ით დაფინანსდება.

ახალი პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ფრაგმენტირებული მიწების კონსოლიდაციით, ფინანსური რესურსის გაერთიანებით და საწარმოო ხარჯების შემცირებით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აგროვადებში დამუშავების საშუალებას მისცემს.

სახელმწიფო პროგრამა ხელს შეუწყობს  კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას და  მოსავლიანობის ზრდას, რაც პროდუქციას კონკურენტუნარიანს გახდის  როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშირისო ბაზარზე.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სახელმწიფო პროგრამაში დარეგისტრირებას ონლაინ რეჟიმში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს შეძლებენ.