„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, პროექტის , „ანგარიში თბილისს“, ფარგლებში პრესკონფერენცია ამჟამად მიომდინარე და ახლო მომავალში დაგეგმილ საინვესტიციო პროგრამებს მიუძღვნა, რომელიც ჟინვალის გვირაბის, ბოდორნა და საგურამო ჰესის რეაბილიტაციას ეხებოდა. როგორც საინვესტიციო პოლიტიკის და პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი, გურამ ახვლედიანი აღნიშნავს ენერგეტიკული პროექტები კომპანიის უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო მიმართულებაა, რომელიც თბილისში სტაბილურ და ხარისხიან წყალმომარაგებას ემსახურება.
„ენერგეტიკული პროექტები კომპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო მიმართულებაა და მთავარი ის არის, რომ ასეთი მცირე და მწვანე ჰესები, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა და არ აზიანებს გარემოს არის ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის მისაღწევად, ხოლო რაც შეეხება საგურამო ჰესის მშენებლობას, მთავარი მიზანი თბილისის სტაბილური წყამომარაგების გაუმჯობესებაა. ჩვენი კომპანია ძალიან ახლო მომავალში გეგმავს ბოდორნა ჰესის დეველოპმენტსაც“, -განაცხადა გურამ ახვლედიანმა.
პრესკონფერენციაზე, ბიზნეს განვითარების და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თინა სიმონიშვილიმაც ისაუბრა, რომელიც კომპანიის ინვესტიციებს შეეხო და აღნიშნა, რომ მიმდინარე ეტაპზე კომპანია 95 მილიონ ლარამდე თანხას დებს სხვადასხვა ჰესების მშენებლობაში.
„მიმდინარე ეტაპზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახორციელებს 95 მილიონ ლარამდე ინვესტიციებს სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებში, რომელთა შორისაა თბილისის წყალმომარაგების მთავარი არტერიის, ჟინვალის გვირაბის, ასევე ბოდორნა ღრმა ღელეს გვირაბის და საგურამო ჰესის რეაბილიტაცია, რომელიც უკვე დასრულების პირასაა. ასევე უმნიშვნელოვანესი პროექტი აქვს კომპანიას გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის უახლესი ტექნოლოგიებით რეაბილიტაციაზე და პარალელურად, რეგულარულად ვმუშაობთ წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციაზე“- აღნიშნა თინა სიმონიშვილმა.