,,ანგარიში თბილისს'' პროექტის ფარგლებში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ხვალ, 21 ივლისს , 13:00 საათზე, მორიგ პრესკონფერენციას გამართავს, რომელიც კომპანიის მიმდინარე საინვესტიციო პროექტებსა და ახალი ჰიდროელექტროსადგურის - „საგურამოჰესის" მშენებლობას მიეძღვნება.
პრესკონფერენციას, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საინვესტიციო პოლიტიკის სამსახურის უფროსი - გურამ ახვლედიანი და ბიზნესის განვითარების და ინვესტორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თინა სიმონიშვილი გაუძღვებიან.
პრესკონფერენცია გაიმართება:
21 ივლისს 13:00 საათზე
სასტუმრო რედისონი, ვარდების რევოლუციის მოედანი N1
ბოლ რუმ 2