გლდანის რაიონის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

გლდანის რაიონის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

29 ივლისს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გლდანის რაიონის VIII მ/რ-ში,  სასმელი წყლის რეზერვუარზე, საპროფილაქტიკო სამუშაოების განხორციელებას გეგმავს. 

ტექნიკური სამუშაოების წარმოება, რამდენიმე საათის განმავლობაში, წყალსადენის მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 29 ივლისს, საღამოს 19:00 საათიდან 30 ივლისის  დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

თემქის III მიკრორაიონს, გლდანის III, IIIა, V, VI, VII, VIII მიკრორაიონებს, გლდანულას, გაზის და ბერთუბნის დასახლებებს.

სოფელ გლდანს, სოფელ გიორგიწმინდას, მუხიანის სამხედრო დასახლებას და აგარაკებს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის საპატიმროს და „ჰაიდელბერგცემენტის" ბეტონის ქარხანას.

ცენტროლიტის დასახლებას, ანდრონიკაშვილის, ბიჭვინთის, მ.წერეთელის, ბარალეთის, სკოლის, ლიბანის, ხიზანიშვილის, ხიზანბარელის, გმირ კურსანტთა, ლაგურაშვილის და რევოლუციის ქუჩებს.

კონიაკის დასახლებაში:

ილორის, ზარზმის, იპ.ივანოვის, სარაჯიშვილის ქუჩებს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით გაუგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ვებგვერდის და ფეისფუქ-გვერდის მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.