16 ივლისს, ეკონომიკის ექსპერტებმა კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალმომარაგების ობიექტები დაათვალიერეს.
ტურის ფარგლებში, სტუმრებმა, ღრმაღელეს საფილტრე სადგური და წყლის ხარისხის კონტროლის ცენტრალური ლაბორატორია მოინახულეს, სადაც წყლის ანალიზი 24 საათიან რეჟიმში კეთდება. მათ ასევე, საგურამოს სატუმბო სადგური, ნატახტრის წყალშემკრები ნაგებობა, მისაქციელის საინფილტრაციო მოედნები, ჟინვალის წყალსაცავი და ახალი ჰიდროელექტროსადგურის - „საგურამოჰესის" მშენებლობის პროცესი, დაათვალიერეს, რომლის დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეშია დაგეგმილი.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მხრიდან ეკონომიკის ექსპერტების ვიზიტს
გიორგი ცხადაძე - კომპანიის გენერალური დირექტორი, ეკატერინე ბერიძე - კომუნიკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორი, მამუკა კიკალიშვილი - ოპერაციების მართვის დირექტორი, თამარ ნიკურაძე - ცენტრალური ლაბორატორიის უფროსი და კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
ვიზიტის მიმდინარეობისას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ხელმძღვანელობამ, ეკონომიკის ექსპერტებს, კომპანიის სამომავლო გეგმები და საინვესტიციო პროექტები გააცნო.