თიბისი გალერეაში ახალი ჟურნალის - „ანაკლია

თიბისი გალერეაში ახალი ჟურნალის - „ანაკლია" - პრეზენტაცია გაიმართება

18 ივლისს 19:00-ზე  თიბისი გალერეაში ახალი ჟურნალის - „ანაკლია" - პრეზენტაცია გაიმართება.

 ჟურნალი დეტალურად გააშუქებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებასისევე როგორც  სხვა ეკონომიკურგეოპოლიტიკურ და კულტურულ თემებს.
 ჟურნალს გამოსცემს ანაკლიის განვითარების კონსორციუმიმის ავტორებს შორის არიან აკა მორჩილაძეგიორგი კეკელიძენათელა გრიგალაშვილიგოგა ჩანადირიმანანა ვარდიაშვილიმერაბ ადეიშვილიდავით მაჭავარიანი და სხვები.
 
 ჟურნალი  „ანაკლიაორ თვეში ერთხელ გამოვამისი ტირაჟი 3 000 იქნება და ის უსასყიდლოდ გავრცელდება
 ჟურნალის პრეზენტაციას დაესწრებიან ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანადამფუძნებელიმამუკა ხაზარაძეასევე კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორილევან ახვლედიანისახელმწიფო სტრუქტურებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიპრეზენტაციაზე  ჟურნალის პირველ ნომერს  წარმოგიდგენთ
 
 პრეზენტაცია კონცეპტუალური ხასიათისაათიბისი გალერეაში წარმოდგენილი იქნება ზღვის თემატიკაზე შექმნილი არტობიექტი და ვიდეოინსტალაციარომელიც ახალგაზრდა არტისტებმა სალომე დუმბაძემ და დიმიტრი დადიანმა მოამზადეს.
 ანაკლიის განვითარების კონსორციუმი შავი ზღვის სანაპიროზე განავითარებს და  ოპერირებას გაუწევს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას.
 
 ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 1000 ჰექტარზე განთავსდებაპორტში გაჩერებას შეძლებენ10000 კონტეინერის ტევადობის ხომალდებიპორტი უზრუნველყოფს დიდი ზომის გემების მომსახურებასრომელთა შემოსვლა საქართველოს პორტებში აქამდე შეუძლებელი იყო.
 
 ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად წარიმართებასაქართველოს მოქალაქეებისგან დაკომპლექტდება მშნეებლობის ეტაპზე მომუშავეთა 90% და პორტის განვითარების ეტაპებზე დასაქმებულ კვალიფიციურ თანამშრომელთა სულ მცირე 40%-50%. პორტი ოპერირებას მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში დაიწყებს.