მთაწმინდის რაიონში წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

მთაწმინდის რაიონში წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე, წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელების რეაბილიტაციას ახორციელებს.

ამ დროისთვის, წყალსადენის ქსელის 200 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა. საერთო ჯამში, ქსელის 1500  მეტრი სიგრძის მონაკვეთი განახლდება, რაც მთაწმინდის რაიონის  წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ახლად შეცვლილი ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით, დღეს, 15 ივლისს 10:30-დან 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ამაღლების და ბოლო აღმართის ქუჩებს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკის და ვებგვერდის მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.