თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დიზაინის განვითარების მასშტაბური პროექტის “დიზაინი საქართველოდან” პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი „დიზაინი საქართველოდან - თბილისი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისშემოქმედებითი ცენტრი“, რომელიც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიისთავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივითა და “ქრიეიტივ ჯორჯიას” ორგანიზებითხორციელდება, თბილისში არსებული დიზაინის ინდუსტრიების პოტენციალის ზრდისხელშეწყობას ისახავს მიზნად და პირველ ეტაპზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზედა ახალგაზრდა დიზაინერების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.
პროექტის მეორე ეტაპი კი თბილისში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვისხელსაყრელი გარემოს შექმნას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში 5 დღიანი ინტერაქტიული სემინარი განხორციელდება,ამოქმედდება ონლაინ კომუნიკაციის პლატფორმა „თბილისი - რეგიონის შემოქმედებითიცენტრი“, მოეწყობა კონფერენცია - „თბილისი -აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისშემოქმედებითი ცენტრი“, ასევე მოხდება პროექტის „შემოქმედებითი საქართველოსფორუმში“ ჩართვაც.
როგორც პრეზეინტაციაზე აღინიშნა, პროექტის განხორციელების შედეგად ხელი შეეწყობაინოვაციურ იდეებს, წახალისდება კრეატიული სტრუქტურა, მეტი ადამიანი დასაქმდებაშემოქმედებით ინდუსტრიებში, ასევე შემოქმედებით სექტორში განვითარდება დამწყები დამცირე მეწარმეობა.
ამავე პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად სხვადასხვა ბიზნეს სექტორებშიმოხდება თანამედროვე დიზაინის ინტეგრირება, რაც საერთაშორისო ბაზარზე ქართულიპროდუქტის კონკურენტუნარიანობას გაზრდის.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი , დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ასევე ქართველი დიზაინერები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, დედაქალაქის მერიის, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.