დიმიტრი ქუმსიშვილი შეიჰ ნაჰაინ მუბარაქ ალ ნაჰაიანს შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი შეიჰ ნაჰაინ მუბარაქ ალ ნაჰაიანს შეხვდა

საქართველოში მიმდინარე და სამომავლო საინვესტიციო პროექტები განიხილეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრაზე არაბეთის გაერთიანებული საემიროების შეიჰ ნაჰაინ მუბარაქ ალ ნაჰაიანთან.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს უძრავი ქონების სექტორის, ლოგისტიკისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართ.  აღინიშნა, რომ საქართველოში შექმნილია ხელსაყრელი გარემო ბიზნესის კეთებისა და ინვესტიციების განხორციელებისათვის. შეიჰ ნაჰაინ მუბარაქ ალ ნაჰაიანს საქართველოს ეკონომიკაში უკვე აქვს განხორციელებული 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. შეიხის მფლობელობაშია უმსხვილესი არაბული საინვესტიციო კომპანია „მილენიუმ ბილთმორი."  რომელიც საქართველოში "ტერაბანკსა" და სასტუმრო "ბალტიმორს" უწევს მეთვალყურეობას, რომლის ოფიციალური გახსნა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დღის წესრიგში  გათვალისწინებულია შეხვედრები ადგილობრივი ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან.