ახალი პარკის გახსნა ლისის მწვანე ქალაქში

ახალი პარკის გახსნა ლისის მწვანე ქალაქში

13 ივლისს, 18:00 საათზე, ლისის მწვანე ქალაქში ახალი პარკი გაიხსნება.

პარკი „ტრიო სიმის" ერთ-ერთი წევრის, რეზიკო გელაშვილის სახელობის იქნება. პარკში სტუმრობა და დასვენება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ღონისძიებაზე „ლისი დეველოპმენტის" ინიციატივით, საფუძველი ჩეყრება ტრიოების ფესტივალსაც, რომელიც ყოველი წლის 13 ივლისს, პარკში გაიმართება.

გთხოვთ, გვეწვიოთ.

მისამართი: „მწვანე ქალაქი ლისზე", მუხრან მაჭავარიანის 2. („ლისის მწვანე ქალაქის" ტერიტორიაზე, შლაგბაუმამდე ხელმარცხნივ)

საკონტაქტო პირები: ანა ხაზარაძე - 599008465; სალომე მოდებაძე -  598565363