ონანაურის სადრენაჟე არხის რეაბილიტაცია სრულდება

ონანაურის სადრენაჟე არხის რეაბილიტაცია სრულდება

  კახეთის რეგიონის ლაგოდეხის მუნიციპალიუტეტში სრულდება ონანაურის სადრენაჟე არხის რეაბილიტაცია. სამუშაოები, გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.

  პროექტის ფარგლებში გაიწმინდა სადრენაჟე არხის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი. შედეგად,  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის -  ონანაურის,   ჭაბუკიანისა და ზემო ნაშოვარის 100 ჰექტარი მიწის  ფართობი  შეიძენს  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებას.

  საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული არხიდან, წყალსაქაჩი ტუმბოს გამოყენებით შესაძლებელია,  60-მდე ჰექტარი მიწის ფართობისთვის სარწყავი წყლის მიწოდება.