დღეს 8 ივლისს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ახალი მენეჯმენტი, კომპანიის განვითარების სტრატეგიულ გეგმებთან დაკავშირებით, ეკონომიკის ექსპერტებს შეხვდა.
საუბარი შედგა იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რაც ბოლო პერიოდის მანძილზე კომპანიაში განხორციელდა.
კომპანიის გენერალურმა დირექტორმა - გიორგი ცხადაძემ წარადგინა ახალი მენეჯმენტი და მოწვეულ სტუმრებს კომპანიის სისტემური განვითარების მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო.
„დასახული გვაქვს მართლაც ამბიციური მიზნები, ვემზადებით ლონდონის საფონდო ბირჟაზე დასარეგისტრირებლად, რისთვისაც უკვე დაწყებულია სამუშაოები. ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გახდა ფიტჩის რეიტინგის BB-ის მფლობელი, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენული რეიტინგია და მნიშვნელოვანი მიღწევაა კომპანიისთვის"- აღნიშნა გიორგი ცხადაძემ.
კომპანიის საინვესტიცო მიმართულებებზე, მათ შორის ენერგეტიკულ პროექტებზე, ჰესების მშენებლობაზე, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე კომპანიის საინვესტიციო პოლიტიკის სამსახურის უფროსმა - გურამ ახვლედიანმა ისაუბრა.
დედაქალაქის წყალმომარაგებაზე და ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროექტებზე, წარმოების დირექტორის მოადგილემ, მთავარმა დისპეჩერმა - თემურ ჯანელიძემ ისაუბრა.
პრეზენტაციის დასრულებიასას კომპანიის მენეჯმენტსა და ეკონომიკის ექსპერტებს შორის აღნიშნულ საკითხებზე აქტიური დისკუსია გაიმართა.
მსგავსი ტიპის შეხვედრებს კომპანია სამომავლოდაც გააგრძელებს.