კრეატიული სააგენტო ლივინგსტონი კომპანია ნატახტარი პროექტით უკვე მეორედ გახდა კანის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის ბრინჯაოს ლომის მფლობელები
წელს კანის რეკლამის ფესტივალმა სამოცდამესამედ აიღო სტარტი. ფესტივალი, ტრადიციულად, ივნისის ბოლო კვირაში იმართება. წლევანდელმა ფესტივალმა, როგორც დასწრების, ასევე საკონკურსო თვალსაზრისით განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. წინა წელთან შედარებით, მონაწილე ნამუშევრების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, შესაბამისად, მაღალი იყო კონკურენციაც. კომპეტენტურ ჟიურის 60 000-მდე ნამუშევრის განხილვა მოუწია.
კანის ფესტივალი არ უჩივის ცნობადი სახეების ნაკლებობასაც. სიტყვით გამოვიდნენ ოსკაროსანი რეჟისორი ოლივერ სტოუნი, ოსკაროსანი მსახიობი გვინეტ პელტროუ, ვილ სმიტი, გრემის მფლობელი აშერი და არამარტო...
კონკურსი 24 სხვადასხვა კატეგორიაში მიმდინარეობს.
კატეგორიაში PR „ლივინგსტონი“ წელსაც გამარჯვებულია. ლუდი „Old Irish-ის“ კამპანიით ქართულმა სააგენტომ 2300 ნამუშევარს შორის ბრინჯაოს ლომი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ „ლივინგსტონისთვის“ ეს პირველი ჯილდო არ არის, აღნიშნულმა სააგენტომ წინა ფესტივალზე ლუდი „34-ის“ კამპანიით ასევე ბრინჯაოს ლომი მოიპოვა.
„ვამაყობთ, რომ ისევე როგორც შარშან, წელსაც კომპანია ნატახტარის და ლივინგსტონის ერთობლივმა პროექტებმა კანის ლომამდე მიგვიყვანა,“ - ნინო სურმავა, კომპანია ნატახტარის საზოგადოებასთან უერთიეთობისა და ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
„კანის საერთაშორისო ფესტივალზე ზედიზედ მეორე გამარჯვება ჩვენთვის არის სიგნალი, რომ უნიკალური იდეით, დეტალებამდე დახვეწილი შესრულებით და საქმის მიმართ სრული თავდადებით, ჩვენ შეგვიძლია არანაკლები, თუმცა მეტი კიდევ წინ არის,“ - ნათია გოგია.