აშშ-ში ფეთჰულაჰ გიულენის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 9 დეკემბერს, ვაშინგტონში, AKP-ს მთავრობა (ერდოღანის პარტია) ამერიკაში მცხოვრები თურქი მოღვაწის, ფეთჰულაჰ გიულენის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაზე „Amsterdam & Partners LLC და Fox Rothscild LLP„ იურიდიული ფირმებთან შეთანხდა. კომპანიის ადვოკატებმა, რობერტ ამსტერდამმა და პატრიკ ეგანმა პრესკონფერენცია გამართეს და გიულენის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს.
თურქეთში დაჯგუფება ″თაჰშიე″-ს (2010 წელს თურქეთის სასამართლომ მისი წევრები ალ-ქაიდას სასარგებლო ქმედების გამო დააკავა. ამ დაჯგუფების ლიდერი კვლავ აცხადებს, რომ იგი უსამა ბენ ლადენს უყვარს) სახელით ცნობილი სისხლის სამართლის საქმეში გასამართლებულმა სამმა ადამიანმა, რომლებიც, მათი მტკიცებით, ამ საქმით დაზარალდნენ და მათი დაკავების ბრძანება მაშინ გიულენმა გასცა, ზემოთ ხსენებული ამერიკული იურიდიული ფირმების მეშვეობით გიულენის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს. ამერიკელმა მოსამართლემ რობერტ მარიანიმ კი 29 ივნისს სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამსტერდამის კომპანიას კი საქმის მსვლელობისას გაწეული ხარჯები თურქეთის სახელმწიფომ აუნაზღაურა.
სავარაუდოდ, ამ საქმის ასე დასრულების გამო პრეზიდენტ ერდოღანს უდავოდ არ მოეწონება. ჯერჯერობით უცნობია ამ გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულებს თუ არა ერდოღანი ობამას ან ამერიკის პოლიტიკურ ინსტიტუტებს მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება სხვადასხვა უფლებამოსილების მქონე ორგანოები არიან.