N16 დაწესებულებაში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი გაიმართა

N16 დაწესებულებაში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მაგიდის ჩობურთში მსჯავრდებულებს შორის  ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრა გაიმართა. ტურნირს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე და ფედერაციის წევრები  ესწრებოდნენ.

გურამ გოგოლაძემ ტურნირში I, II, III ადგილზე გასულ  მსჯავრდებულებს საჩუქრად სიგელები და მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნები გადასცა.

N16 დაწესებულებაში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში  20-მდე მსჯავრდებული მონაწილეობდა.

„პირველად ვართ პენიტენციურ დაწესებულებაში. აქ არაჩვეულებრივი გარემო და ინფრასტრუქტირაა. მსჯავრებულებმა კარგი თამაში აჩვენეს და საინტერესო ტურნირი გამოვიდა. მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაცია მზადაა მომავალშიც ითანამშრომლოს საჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროსთან და მოქმედ სპორტსმენებმა მსჯავრდებულებს მასტერკლასები ჩაუტარონ,“- განაცხადა გურამ გოგოლაძემ.

ტურნირი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით განხორციელდა.