რკინიგზის განრიგის ცვლილება

რკინიგზის განრიგის ცვლილება

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით (სუფსა-ურეკის გადასარბენზე არსებულ ლითონის ხიდზე მალის ნაშენის შეცვლის სამონტაჟო სამუშაოები), 2016 წლის 5 ივლისის 06:00 სთ-დან 6 ივლისის 06:00 სთ-მდე „ფანჯრის’’ პერიოდში იკეტება სადგურ  სუფსას ყველა ლიანდაგი და ურეკი-სუფსას გადასარბენი.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთი რეისით მსვლელობიდან იხსნება შემდეგი მატარებლები:

- ერევნიდან 4 ივლისს და ბათუმიდან 5 ივლისს ჩქარი საერთაშორისო მატარებელი №202/201 ერევანი-ბათუმი.

 - თბილისიდან 4 ივლისს და ოზურგეთიდან 5 ივლისს სამგზავრო მატარებელი №654/653 თბილისი-ოზურგეთი.

 - თბილისიდან და ბათუმიდან 5 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი №852/851 თბილისი-ბათუმი.

 - თბილისიდან და ბათუმიდან 5 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი №858/857 თბილისი-ბათუმი.

- თბილისიდან და ოზურგეთიდან 5 ივლისს ჩქარი მატარებელი №12/11 თბილისი-ოზურგეთი.

 - თბილისიდან და ქუთაისიდან 5 ივლისს ჩქარი მატარებელი №18/17 თბილისი-ქუთაისი.

- ბათუმიდან და ქუთაისიდან 5 ივლისს მსვლელობიდან იხსნება ადგილობრივი მატ.№683/684 .

- თბილისიდან 5 ივლისს და ბათუმიდან 6 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი №860/859 თბილისი-ბათუმი.

 აღნიშნულ მიმართულებებზე „ფანჯრის’’ პერიოდში სამგზავრო ბილეთების გაყიდვა შეჩერებულია.

 ს/ს „საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.