ახლი ხელსაწყო-დანადგარები GEOSTM-ში

ახლი ხელსაწყო-დანადგარები GEOSTM-ში

სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის რადია¬ციული მეტროლოგიის ეტალონურმა განყოფილებამ, ევროკავშირის დაფინანსებული CIB პროექტის ფარგლებში 2016 წ. აპრილის თვეში მიიღო და ექსპლუატაციაში გაუშვა ორი ხელსაწყო-დანადგარი სპექტრომეტრი „Ametek Ortec“ და უნივერსალური რენტგენული გამოსხივების დოზიმეტრი „Piranha R&F557“

ფირმა „Ortec“-ის მაღალი სიზუსტის კრიოგენული გამა გამოსხივების სპექტრომეტრი „Ametek Ortec“,  გამოიყენება გარემოს ექპრესს კონტროლისათვის, ბირთვული უსაფრთხოებისათვის, ფიზიკური კვლევებისათვის, იგი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სასაზღვრო და საბაჟო კონტროლისათვის. აღნიშნული სპექრტომეტრი საშუალებას იძლება  მყარ და თხევად ნიმუშებში (მ.შ. სამშენებლო მასალებში კერამიკულ ფილები, ცემენტი, ინერტული მასალები და სხვ., საკვებ პროდუქტებში, სასმელ და მინერალურ წყლებში და სხვ.) განსაზღვროს რადიო¬ნუკლიდები  და მათი ხვედრითი აქტიურობა.

ახალი თაობის უნივერსალური რენტგენული გამოსხივების დოზიმეტრი „Piranha R&F557“, რომელიც გამოიყენება სამედიცინო რენტგენული მოწყობილობების  ელექტროტექნიკური მახასიათებლებისა და რადიაციული პარამეტრების კონტროლისათვის რენტგენული გამოსხივების ფართო დიაპაზონში, მათ შორის იმპულსური გამოსხივებისთვისაც. ხელსაწყო არის სანიმუშო და იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას რენტგენული იმპულსური დოზიმეტრების დაკალიბრებისათვის.

ხელსაწყო საშუალებას იძლევა განსაზღვროს:

ანოდური ძაბვის სიგნალის ფორმა

ანოდური ძაბვა რენტგენის მილაკზე

ექსპოზიციის დოზა და იმპულსთა რაოდენობა

ნახევარ-შესუსტების შრე (HVL)

დოზური პროფილი კომპიუტერული ტომოგრაფიისათვის (CT)