დღეს, 2 ივლისს, ტექნოპარკში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო დასაქმების ფორუმის ფარგლებში კრეათონს მართავს.
კრეათონი დილის 10.00სთ-იდან დაიწყო და მონაწილეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. კრეათონის მსვლელობისას შედგა 15 ჯგუფი, რომლებიც ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენტორებთან ერთად წყალმომარაგების განვითარების ინოვაციურ იდეებზე მუშაობენ.
ჟიური საუკეთესო პროექტის ავტორებს 4 ივლისს გამოავლენს.
გამარჯვებულები ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ სამთვიან სტაჟირების პროგრამას გაივლიან, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წყალმომარაგების სფეროს სპეციალისტების განვითარების მიზნით, მსგავსი ტიპის პროექტებს მუდმივად განახორციელებს.