სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა თურქეთის იუსტიციის მინისტრს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. მინისტრმა სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარება გამოთქვა და თურქ ხალხს მიუსამძიმრა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა წერილში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო და აღნიშნა, რომ ტერორიზმი მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა, რომლის წინააღმდეგაც ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს.
,,ვუსამძიმრებ დაღუპულთა ახლობლებსა და ოჯახებს, თურქ ხალხსა და მთავრობას. ეს არის გამოწვევა ყველა სახელმწიფოსთვის. საჭიროა ძალების მიმართვა პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად, რათა თავიდან იქნას აცილებული ადამიანური მსხვერპლი და ტერორიზმის დამანგრეველი შედეგები“ - ნათქვამია წერილში.