მედიატური ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის

მედიატური ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ობიექტებზე

დღეს, 30 ივნისს, მედიის  წარმომადგენლებმა  კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"  ობიექტები დაათვალიერეს.

ჟურნალისტებმა მედიატურის ფარგლებში, ღრმაღელეს საფილტრე სადგური, საგურამოს სატუმბო სადგური და ლაბორატორია მოინახულეს, სადაც წყლის ანალიზი 24  საათიან რეჟიმში კეთდება.

შეხვედრას ,,მაესტროს", ,,რუსთავი 2-ის", ,,სააგენტო პირველის", ,,კავკასპრესის", ,,ჯორჯიან თაიმსის", ,,ბანკები და ფინანსების", ,,რეზონანსის", ,,ინფო 9-ის", ,,რეპორტიორის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 სტუმრებმა ასევე, "საგურამოჰესის" მშენებლობის პროცესი მოინახულეს, რომლის დასრულებაც მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეშია დაგეგმილი.

 მედიის წარმომადგენლებმა ნატახტრის წყალშემკრები ნაგებობა, მისაქციელის საინფილტრაციო მოედნები და ჟინვალის წყალსაცავი დაათვალიერეს.

 სტუმრებს, წყალმომარაგების პროცესი, კომპანიის უხუცესმა თანამშრომელმა ნიკოლოზ კაკუშაძემ გააცნო, რომელიც კომპანიაში 1973 წლიდან მუშაობს.

 "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მსგავს საინფორმაციო შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.